17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის დახმარების ჩარიცხვა დაიწყო

17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის 200-ლარიანი დახმარების ეტაპობრივი ჩარიცხვა დაიწყო.
დახმარებას მიიღებს ყველა ბავშვი, რომლის მონაცემებიც დარეგისტირებული იქნება პორტალზე daxmareba.gov.ge
2 სექტემბრის, 10 საათის მდგომარეობით პორტალზე რეგისტრირებულია უკვე 861 576 ბავშვი და 518 110 მშობელი.
იმ შემთხვევაში, თუ პირი ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის გავლას ვერ ახერხებს, დახმარებისთვის უნდა მიმართოს:
🔹 ადგილობრივ თვითმმართველობებს,
🔹 სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ ერთეულს;
🔹 საქართველოს იუსტიციის სამინისტროს იუსტიციის სახლებს და საზოგადოებრივ ცენტრებს;
🔹 საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს;
🔹 „ლიბერთი ბანკის“ ფილიალებს.
რეგისტრაცია პირველ დეკემბრამდე გაგრძელდება. დახმარების გაცემა დაიწყება მიმდინარე წლის სექტემბრიდან
ელექტრონულ პორტალზე შესაბამისი დოკუმენტაციის ატვირთვა 24 საათის განმავლობაშია შესაძლებელი.
პრემიერ-მინისტრის და კომერციული ბანკების ხელმძღვანელების შეთანხმების საფუძველზე – 17 წლის ასაკის ჩათვლით ბავშვებისთვის განკუთვნილი 200-ლარიანი დახმარება საბანკო დავალიანების მქონე პირებს არ ჩამოეჭრებათ
დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 1505.
პროგრამა მოქალაქეებზე ზრუნვისა და მათი სოციალური მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის III ეტაპის ფარგლებში ხორციელდება.

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content