„ცედაკამ“ დევნილ და ადგილობრივ მოსახლეობას დახმარება გაუწია.

აბაშის მუნიციპალიტეტში საქველმოქმედო ფონდმა ,,ცედაკამ” მერიის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახურის თანამშრომელთან ერთად კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებსა და ადგილობრივებს სასურსათო კალათები სახლში მიუტანა.
დახმარება ამ ეტაპზე 35-მა ოჯახმა მიიღო.
საქველმოქმედო ფონდი, აგრეთვე, ეხმარება მრავალშვილიან ოჯახებს, ხანდაზმულებს, შშმ პირებს.
ფონდი აბაშაში უკვე 150 ოჯახს დაეხმარა.
„ცედაკა“ პროდუქტის დარიგებას აბაშის მუნიციპალიტეტში ეტაპობრივად გააგრძელებს.

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content