კამპანიას -”დავასუფთაოთ მსოფლიო“აბაშაც შეუერთდა.

დასუფთავების ყოველწლიურ საერთაშორისო კამპანიას -”დავასუფთაოთ მსოფლიო“- აბაშის მუნიციპალიტეტიც შეუერთდა.
პანდემიის გამო, დასუფთავების აქცია სხვადასხვა ლოკაციაზე მერიისა და საკრებულოს თანამშრომლების მცირე ჯგუფების მონაწილეობით ჩატარდა.
საყოფაცხოვრებო და სხვა სახის მყარი ნარჩენებისაგან დასუფთავდა ქალაქის შემოსასვლელები, რკინიგზის, ადმინისტრაციული შენობების მიმდებარე ტერიტორიები.
კამპანია საქართველოში ქვეყნის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობითა და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება.
2020 წლის მსოფლიო დასუფთავების კამპანიის გზავნილია: „ყოველი მცირე ქმედება სამყაროს განსხვავებულს ხდის”.
აქციის მიზანია საზოგადოების ცნობიერებისა და ინფორმირებულობის ამაღლება ამ კუთხით.
სუფთა გარემოში ცხოვრება ადამიანის ჯანმრთელობის საწინდარია, ნუ დავყრით ნაგავს ქუჩაში, გავუფრთხილდეთ გარემოს.

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content