პროექტის „ჩვენ – მწვანე აბაშისთვის“ პრეზენტაცია გაიმართა

აბაშის მუნიციპალიტეტში პროექტის „ჩვენ – მწვანე აბაშისთვის“ პრეზენტაცია გაიმართა. პროექტის ფარგლებში, წინასწარ შერჩეულ 8 ლოკაციაზე დაირგვება 300 ძირი წიწვოვანი ხე, ასევე, სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულს გადაეცემა მცენარის შესაწამლი პრეპარატები, ბალახის სათიბი 3 მანქანა და სოფლის მეურნეობის სამუშაო იარაღები, ასევე იმუშავებენ მებაღეები.
პროექტის „ჩვენ – მწვანე აბაშისთვის“ მიზანია მუნიციპალიტეტში ჯანსაღი ეკოლოგიური გარემოს შენარჩუნება, დაცვა და მის გაუმჯობესებაში საკუთარი წვლილის შეტანა.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა პროექტის განმახორციელებელი, შშმპ ორგანიზაცია „სიკეთის მაძიებლის“ ხელმძღვანელი, საკრებულოს წევრი ირაკლი ჭანტურია და საზოგადოებას გააცნო ინფორმაცია პროექტის მიზნებისა და ამოცანების შესახებ. პროექტის მხარდამჭერები არიან აბაშის მუნიციპალიტეტის მერია და გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ აბაშის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები და მოქალაქეები ადმინისტრაციული ერთეულებიდან.
პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ „საზოგადოების ჩართულობაზე ორიენტირებული თვითმმართველობის განხორციელება ქალაქ ფოთსა და აბაშის მუნიციპალიტეტებში“ პროექტის ფარგლებში.

მსგავსი ინფორმაცია:
25 აგვისტო გლოვის დღეა
აბაშის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად გრძელდება
შშმ პირთა საერთაშორისო დღე
აბაშის მუნიციპალიტეტში სადეზინფექციო სამუშაოები გრძელდება
საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით აბაშის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო დროშა დაეშვა.
აბაშაში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები გრძელდება
21 მარტს დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა
დღეს აბაშის მუნიციპალიტეტში იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს წარმომადგენელი იმყოფებოდა
აბაშის მუნიციპალიტეტის მერია დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე გადადის
სკოლებში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს
დღეს საქართველოში დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის და საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გ...
შეხვედრა თვითმმართველობების დახმარების შეფასების ფარგლებში
საჩუქრები მზრუნველობამოკლებულებს.
აბაშაში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა
გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content