აბაშაში სოფლის ამბულატორიების სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

 

აბაშის მუნიციპალიტეტში, სეფიეთის, წყემის, ძვ.აბაშისა და პირველი მაისის ადმინისტრაციულ ერთეულებში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ამბულატორიები გაიხსნება. მოსახლეობისთვის ყველა სახის პირველადი სამედიცინო მომსახურების მიღება განახლებულ შენობებში შესაბამისი ინვენტარითა და აღჭურვილობით იქნება შესაძლებელი.
აბაშის მუნიციპალიტეტში ჯამში უკვე 11 ამბულატორია აშენდა, ამჟამად მიმდინარეობს კიდევ 4 ამბულატორიის რეაბილიტაცია.
პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან 106 707 ლარით ფინანსდება და მიზნად ისახავს მოსახლეობისთვის პირველადი ჯანდაცვის სერვისების გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდას.

მიმდინარე წლის 1 ივლისიდან 100 ლარით გაიზარდა სოფლის ექიმებისა და ექთნების ანაზღაურება.

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content