ბიუროს N6 სხდომა.

13 მარტს აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი ბიუროს N6 სხდომა გაიმართა.
სხდომას უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარია მოვალეობის შემსრულებელი გელა ხოშტარია.
სხდომაზე განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები:
1. აბაშის მუნიციპალიტეტის მერისთვის ხელშეკრულების დადებაზე, რომლის ღირებულება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახდელების 5%-ს აღემატება თანხმობის მიცემის შესახებ.
მომხსენებელი დავით ცანავა-აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე.
2. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში აბაშის მუნიციპალიტეტში დასახლებების მიხედვით შერჩეული პროექტებისა და გამოყოფილი თანხის განაწილების შესახებ“.
მომხსენებელი გია კუცია-აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფრასტრუქტურის ეკონომიკური და ქონების მართვის კომისიის თავმჯდომარე.
3. აბაშის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის შესახებ.
4. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 2022 წელს განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ.
მომხსენებელი დავით ცანავა-აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე.
5. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურისა და ურბანული განვითარების სამსახურის ანგარიში 2022 წელს გაწეული მუშაობის შესახებ.
მომხსენებელი გია კუცია-აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფრასტრუქტურის ეკონომიკური და ქონების მართვის კომისიის თავმჯდომარე.
6. აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომის მოწვევის შესახებ.
მომხსენებელი გელა ხოშტარია-აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი.

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content