მაგიდის ჩოგბურთში რეგიონული პირველობა გაიმართა

აბაშის მუნიციპალიტეტის პირველი საჯარო სკოლის სპორტდარბაზში, სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2023-ის ფარგლებში, გაიმართა რეგიონული პირველობა მაგიდის ჩოგბურთში, გოგონათა და ვაჟთა კატეგორიაში.
მონაწილეობდნენ ზუგდიდის, აბაშის, ხობის, მესტიის, მარტვილის, ჩხოროწყუსა და სენაკის გუნდები.
საინტერესო და დაძაბული თამაშების შედეგად გამოვლინდნენ გამარჯვებულები:
ვაჟთა გუნდიდან პირველი ადგილი დაიკავა ზუგდიდის გუნდმა, ხოლო გოგონათა შორის პირველი ადგილი წილად ხვდა მარტვილის გუნდს.
გამარჯვებულ გუნდები სიგელებით, მედლებითა და თასებით დააჯილდოვეს აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა გიორგი თოფურიამ, ა(ა)იპ აბაშის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარების ცენტრის დირექტორმა, ზაალ კუციამ და საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის, სასკოლო სპორტის პროგრამების სამეგრელო-ზემო სვანეთის საორგანიზაციო კოორდინატორმა ეკა გვარამიამ.
პირველ ადგილზე გასული გუნდები ასპარეზობას ზონალურ ეტაპზე გააგრძელებენ.

 

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content