საკრებულოს N3 სხდომა.

14 მარტს აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი N3 სხდომა გაიმართა.
სხდომას უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარია მოვალეობის შემსრულებელი გელა ხოშტარია.
სხდომაზე განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები:
1. . აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 14 მარტის მორიგი N3 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ.
მომხსენებელი გელა ხოშტარია-აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი.

2. აბაშის მუნიციპალიტეტის მერისთვის ხელშეკრულების დადებაზე, რომლის ღირებულება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახდელების 5%-ს აღემატება თანხმობის მიცემის შესახებ.
მომხსენებელი ზვიად ბოხუა-აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის შესყიდვების განყოფილების უფროსი.
3. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში აბაშის მუნიციპალიტეტში დასახლებების მიხედვით შერჩეული პროექტებისა და გამოყოფილი თანხის განაწილების შესახებ“.
მომხსენებელი იასონ კიზირია-აბაშის მუნიციპალიტეტი მერიის ინფრასტრუქტურისა და ურბანული განვითარების სამსახურის უფროსი.
4. აბაშის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის შესახებ.
მომხსენებელი ქეთინო ცომაია-აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ბიუჯეტის დაგეგმვისა და ფორმირების განყოფილების უფროსი.
5. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 2022 წელს განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ.
მომხსენებელი ზვიად ბოხუა-აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის შესყიდვების განყოფილების უფროსი.

6. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურისა და ურბანული განვითარების სამსახურის ანგარიში 2022 წელს გაწეული მუშაობის შესახებ.
მომხსენებელი იასონ კიზირია-აბაშის მუნიციპალიტეტი მერიის ინფრასტრუქტურისა და ურბანული განვითარების სამსახურის უფროსი.

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content