ზვიად გამსახურდიას დაბადების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის, რეფერენდუმისა და საქართველოს პირველი პრეზიდენტის, საქართველოს ეროვნული გმირის ზვიად გამსახურდიას დაბადების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა გიგა გაბელაიამ, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, გელა ხოშტარიამ, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ხსოვნას პატივი მიაგეს, ყვავილებით შეამკეს საქართველოს ეროვნულ გმირთა ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას სახელობის მემორიალური ქვა.
ღირსსახსოვარი თარიღისადმი მიძღვნილი მუსიკალურ-ქორეოგრაფიული კომპოზიცია, კულტურის ცენტრთან არსებული საშემსრულებლო ანსამბლების მონაწილეობით, ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას სახელობის სკვერში გაიმართა.
ღონისძიებას საჯარო მოხელეები, საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
1991 წლის 31 მარტს, ჩატარებულ რეფერენდუმზე, ამომრჩეველთა უმრავლესობამ დადებითი პასუხი გასცა კითხვას: „თანახმა ხართ თუ არა, აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე?“.
რეფერენდუმის შედეგები საქართველოს სახელმწიფო დამოუკიდებლობის გამოცხადების საფუძველი გახდა. საქართველოს პირველ პრეზიდენტს, მწერალს, მთარგმნელს, დისიდენტს, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს, საქართველოს ეროვნულ გმირს, ზვიად გამსახურდიას 84 წელი შეუსრულდებოდა.

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content