საბაზო საფეხურის წარჩინებული მოსწავლეები დაჯილდოვდნენ

დღეს, პროგრამა ,,ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში, 2021-2022 სასწავლო წლის საბაზო საფეხურის წარჩინებული მოსწავლეები პერსონალური კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ.
პროგრამის ფარგლებში სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის პერსონალური კომპიუტერი აბაშის მუნიციპალიტეტის 18 მეათეკლასელს გადაეცა.
საჩუქრები მოსწავლეებს აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა, გიგა გაბელაიამ, საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენელთან, კობა გაბელაიასთან ერთად გადასცა.
პროგრამას, „ჩემი პირველი კომპიუტერი“, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსთან ერთად უკვე 14 წელია წარმატებით ახორციელებს. პროგრამის მიზანს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლების მეთოდების გაძლიერება წარმოადგენს.

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content