ნიჩბოსნების მორიგი წარმატება

კვიპროსის რესპუბლიკის ქალაქ ლიმასოლში, საერთაშორისო რეგატა საზღვაო სანაპირო ნიჩბოსნობაში გაიმართა.
სპორტულ შეჯიბრებაში წარმატებით იასპარეზეს აბაშელმა ნიჩბოსნებმა (მწვრთნელი გოჩა სიმონია): ლუკა ბოკუჩავამ, საბა ბოკუჩავამ, კონსტანტინე კუჭუხიძემ, ზაური რეკვავამ და ნიკოლოზ გიგაურმა.
ლუკა ბოკუჩავამ ერთადგილიანი და ორადგილიანი ნავით იასპარეზა და დაიკავა პირველი ადგილი, იგი 2 ოქროს მედლის მფლობელი გახდა. კონსტანტინე კუჭუხიძემ ერთადგილიანი ნავით მეორე ადგილი აიღო და ვერცხლის მედალი დაისაკუთრა, ხოლო, ნიკოლოზ გიგაური ერთადგილიანი ნავით მესამე ადგილზე გავიდა და ბრინჯაოს მედლით დაბრუნდა.
აბაშის აკადემიურ ნიჩბოსანთა გუნდი 2017 წლიდან ვარჯიშობს და ამ ხნის მანძილზე არაერთ წარმატებას მიაღწია. ისინი არიან საქართველოს ჩემპიონები და პრიზიორები.
წარმატებებს ვუსურვებთ აბაშელ ნიჩბოსნებს!

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content