სამოქალაქო უსაფრთხოების საკითხებზე სწავლება ჩატარდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამოქალაქო უსაფრთხოების ექსპერტებმა, აბაშის მუნიციპალიტეტის მერიაში თვითმმართველობის წარმომადგენლებისთვის სამოქალაქო უსაფრთხოების საკითხებზე სწავლების პირველი ეტაპი ჩაატარეს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამოქალაქო უსაფრთხოების დეპარტამენტის ტრენერთა ჯგუფი ასევე შეხვდა აბაშის მუნიციპალიტეტის მერს, გიგა გაბელაიას. შეხვედრაზე ურთიერთთანამშრომლობის საკითხები და კონკრეტული გეგმები განიხილეს.
პირველ ეტაპზე მსმენელებს სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებს თეორიული სწავლება ჩაუტარდათ. ტრენინგის მეორე ნაწილში კი, შეიქმნება საგანგებო მართვის გეგმა, რომლის გადამოწმება პრაქტიკულ ნაწილში განხორციელდება.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ სწავლებებს სისტემატურად ატარებს. ღონისძიება გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მხარდაჭერით, ფართომასშტაბიანი პროგრამის „კლიმატით გამოწვეული კატასტროფების რისკების შემცირება საქართველოში“ ფარგლებში ტარდება. აღნიშნული პროგრამა კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფებისაგან დაცვას ემსახურება და “კლიმატის მწვანე ფონდის” (GCF), ასევე, საქართველოს, შვეიცარიისა და შვედეთის მთავრობების მხარდაჭერით ხორციელდება.

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content