ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღინიშნა.

მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 78 წელი გავიდა.
ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა გიგა გაბელაიამ, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა გელა ხოშტარიამ, ომის, შრომისა და სამხედრო ძალების აბაშის ვეტერანთა კავშირის გამგეობის თავმჯდომარემ ზაურ თელიამ, საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლებმა 9 მაისის ობელისკი ყვავილებით შეამკეს და პატივი მიაგეს მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას.
ომში დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღავლინა დეკანოზმა კონსტანტინე კაჭარავამ.
მოსწავლეებმა წარმოადგინეს 9 მაისისადმი მიძღვნილი ლიტერატურული კომპოზიცია.
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 78-ე წლისთავთან დაკავშირებით მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 1000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები 500 ლარს მიიღებენ.
გარდა ამისა მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ორ ვეტერანს დავით კაჭარავას და გერონტი გოგავას ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1000-1000 ლარი გადაეცათ.

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content