უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა

აბაშის მუნიციპალიტეტში გვიან ღამით მოსულმა უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა.
სტიქიამ ზიანი მიაყენა ადმინისტრაციულ ერთეულებს. ადიდებული მდინარეების შედეგად დაზიანდა ნაპირსამაგრი ჯებირების ნაწილი, ნაწილობრივ დაზიანდა ხიდ-ბოგირები და საგზაო ინფრასტრუქტურის ნაწილი.
ნაპირიდან გადმოსულმა მდინარეებმა დატბორა საცხოვრებელი სახლების ეზოები, რამდენიმე სახლის პირველი სართული, სახნავ-სათესი სავარგულები.
სტიქიის ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ: აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები, მუნიციპალური და სახანძრო-სამაშველო სამსახურები.
მუნიციპალიტეტისთვის სტიქიით მიყენებულ ზარალს შესაბამისი კომისია დაითვლის.

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content