გილოცავთ სკოლის დამთავრებას

ძვირფასო ახალგაზრდებო, გილოცავთ სკოლის დამთავრებას!
დღეს ტოვებთ სკოლის კედლებს, სადაც გატარებული წლები თქვენთვის ყოველთვის დაუვიწყარ მოგონებად და შეუცვლელ გამოცდილებად დარჩება.
აბაშის მუნიციპალიტეტში დღეს სკოლა 222-მა ახალგაზრდამ დაამთავრა, 23 ოქროს და 7 ვერცხლის მედალოსანი ჰყავს მუნიციპალიტეტს.
ხვალიდან თქვენს ცხოვრებაში მეტი შესაძლებლობებით, ახალი ურთიერთობებითა და თავგადასავლებით სავსე ეტაპი იწყება. დარწმუნებული ვარ, ცოდნის შეძენისა და მისი გაღრმავების სურვილი არასდროს გაგინელდებათ და თქვენი პროფესიონალიზმით ჩვენი ქვეყნის განვითარებაში უმნიშვნელოვანეს წვლილს შეიტანთ.
კარგი სწავლით, თავდაუზოგავი შრომით არაერთხელ ასახელეთ ოჯახი, სკოლა, მუნიციპალიტეტი, რაც დასტურია იმისა, რომ დიდ წარმატებებს მიაღწევთ მომავლის გზებზე.
ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ხარისხიანი განათლება მიიღოთ და თქვენი ხედვები და იდეები რეალობად იქცეს.
გილოცავთ კიდევ ერთხელ და მთელი გულით გისურვებთ ბედნიერ და საინტერესო ცხოვრებას. გახსოვდეთ, რომ თქვენ ჩვენი ქვეყნის მომავალი ხართ და გვეიმედებით.
ბედნიერება ყოფილიყოს თქვენი მეგზური, გისურვებთ წარმატებულ მომავალს!
გიგა გაბელაია,
აბაშის მუნიციპალიტეტის მერი

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content