საკრებულოს N6 სხდომა.

19 მაისს აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი N6 სხდომა გაიმართა.
სხდომას უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი გელა ხოშტარია.
საკრებულოს წევრებმა განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები.
1. აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 19 მაისის მორიგი N6 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ.
მომხსენებელი გელა ხოშტარია-აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი.
2. აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესისა და ოდენობის დამტკიცების შესახებ.
მომხსენებელი ტატიანა ხოშტარია-აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ სამანდატო საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე.
3. აბაშის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული იპოდრომის ტერიტორიაზე მდებარე სადგომში (თავლა) სპორტული ცხენების დგომის, ვარჯიშის და კვების საფასურის განსაზღვრის თაობაზე აბაშის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ.
4. აბაშის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ელექტრონული აუქციონის წესით, იჯარის ფორმით გაცემის თაობაზე, აბაშის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ.
5. აბაშის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ელექტრონული აუქციონის წესით, იჯარის ფორმით გაცემის თაობაზე ,აბაშის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ.
მომხსენებელი ლევან მელაძე-აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური პოლიტიკისა და მუნიციპალური სერვისების სამსახურის უფროსი.
6. აბაშის მუნიციპალიტეტის 2023 წლის I კვარტლის ბიუჯეტის შესრულების შესახებ.
მომხსენებელი თემურ ნოდია-აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი.

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content