სასკოლო კონფერენცია გაიმართა

აბაშის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრის ხელოვნების სკოლაში სასკოლო კონფერენცია გაიმართა.
საჯარო სკოლების მოსწავლეებმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი თემების პრეზენტაციები წარმოადგინეს.
ღონისძიებას ესწრებოდნენ თემების ხელმძღვანელი პედაგოგები, მერიის, საკრებულოსა და რესურსცენტრის თანამშრომლები, დეკანოზი კონსტანტინე კაჭარავა.
სასკოლო კონფერენციის მონაწილეები სიგელებით დაჯილდოვდნენ.
ღონისძიება მერიის განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის განათლების განყოფილებისა და კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content