ეს დღე ჩვენია

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების პროგრამა:
14:00 სთ-საქართველოს ერთიანობისა და თავისუფლებისათვის დაღუპულთა ხსოვნის მემორიალის ყვავილებით შემკობა.
14:30 სთ -ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას სახელობის პარკში გაიმართება ,,ქართული მუსიკის კონცერტი“. შესრულდება ქართველი კომპოზიტორების საფორტეპიანო ნაწარმოებები და საესტრადო სიმღერები.
16:00 სთ-კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრის ფოიეში მოეწყობა აბაშელ ხელოვანთა ნამუშევრების გამოფენა.
17:00-18:00 სთ-ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას სახელობის პარკში, ღია სცენაზე, კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრთან არსებული საშემსრულებლო კოლექტივების მონაწილეობით გაიმართება საზეიმო კონცერტი.
17:10 სთ-შესრულდება ეროვნული ჰიმნი.

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content