„საქართველო არის ესე“

დღეს, ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას სახელობის სკვერში გაიმართა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება – „საქართველო არის ესე!“.
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მერიისა და საკრებულოს შენობებზე ეროვნული დროშები გადმოიფინა.
ღონისძიებას აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, გიგა გაბელაია, მოადგილეები, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
წარმოდგენილი იყო საბავშვო ბაღების აღსაზრდელთა მუსიკალური კომპოზიციები, მოძრავი თამაშები, მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები. ასევე, მონაწილეობდნენ ხელოვნების სკოლის აღსაზრდელები და ქორეოგრაფიულ ანსამბლ „ანანურის“ მოცეკვავეები.
საქართველოს ჰიმნის ფონზე მოეწყო მოსწავლეთა მსვლელობა ეროვნული დროშებით. გამოფენილი იყო კალიგრაფიული ნამუშევრები ასომთავრული, ნუსხური და მხედრული ანბანების მიხედვით.
დასასრულს მონაწილეებმა ჰაერში ფერადი ბოლი და სიმბოლურად ჰელიუმის ბუშტები აუშვეს.
ღონისძიება მერიის განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურისა და კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content