,,საქართველო არის ესე”

დღეს მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის შენობები 26 მაისის შესახვედრად ეროვნული დროშებით მოირთო.
ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას სახელობის სკვერში გაიმართა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება -,,საქართველო არის ესე“. მონაწილეობდნენ საბავშვო ბაღების აღსაზრდელები, რომელთაც მუსიკალური ნომრები და მოძრავი თამაშები წარმოადგინეს
კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრმა შეკრებილთ წარუდგინა ქორეოგრაფიული ნომრები. საქართველოს ჰიმნის ფონზე გაიმართა მსვლელობა ეროვნული დროშებით.
სკვერში მოწყობილი იყო კალიგრაფიული ნამუშევრების გამოფენა. ღონისძიებას მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები და საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ.
ხვალ ,26 მაისს ,ერთად ვიზეიმებთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს.
#26მაისი #თავისუფლებისსიყვარულით

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content