სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა

დღეს, აბაშის მუნიციპალიტეტის მერიისა და საოჯახო მედიცინის კლინიკა „შანის“ მხარდაჭერით, ა(ა)იპ “საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის” ორგანიზებით, ქუთაისის „სისხლის ცენტრმა“ სისხლის უანგარო დონაციის აქცია გამართა.
ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად, მუნიციპალიტეტის მერიის, მერიას დაქვემდებარებული სტრუქტურების თანამშრომლებმა სისხლი უანგაროდ გაიღეს.
დონაციის აქცია ადამიანების სიცოცხლის გახანგრძლივებას, უმეტეს შემთხვევაში კი, სიცოცხლის გადარჩენას უზრუნველყოფს.
მსგავს კამპანიაში მონაწილეობის მზადყოფნის სურვილს მუნიციპალიტეტის მერია მუდმივად გამოთქვამს.

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content