შშმ პირთა უფლებების დაცვის დღე აღინიშნა

დღეს, ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას სახელობის პარკში, შშმ პირთა უფლებების დაცვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიება ხელოვნების სკოლის მოსწავლეების, ქორეოგრაფიული ანსამბლებისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების აქტიური ჩართულობით გაიმართა.
მოეწყო სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების მიერ შექმნილი ნამუშევრების გამოფენა.
ღონისძიების მონაწილეები საყვარელი ზღაპრის გმირების გასართობმა შოუ პროგრამამ გაახალისა.
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ღონისძიებაში მონაწილე მოსწავლეებს აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ სიგელები და საჩუქრები გადაეცათ.
ღონისძიება მერიის განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურისა და ა(ა)იპ აბაშის მუნიციპალიტეტის კულტურის განვითარების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content