ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების პროცესი გრძელდება

აბაშის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების პროცესი გრძელდება.
ამჯერად, ასფალტის საფარის დაგება მიმდინარეობს სუჯუნის ადმინისტრაციულ ერთეულში, სანოდიო-სამატკაოს უბანში, N11, N12 და N15 ქუჩებზე. პროექტის ფარგლებში საავტომობილო გზა 4,5 კმ-მდე იგება.
სამუშაოების მიმდინარეობას აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, გიგა გაბელაია მოადგილესთან, გიგა ჯვარელიასთან, ინფრასტრუქტურის და ურბანული განვითარების სამსახურის უფროსთან, იასონ კიზირიასთან და მერის წარმომადგენელთან სუჯუნის ადმინისტრაციულ ერთეულში, ლაშა კუციასთან ერთად გაეცნო.
აღსანიშნავია, რომ სოფლის ამ მონაკვეთში ასფალტირებული გზა არ არსებობდა და საგზაო ინფრასტრუქტურა ავარიული იყო. გზის რეაბილიტაციის შემდეგ მოსახლეობა კომფორტული, მოწესრიგებული გზით ისარგებლებს.
საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება, სამუშაოებს ახორციელებს ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია შ.პ.ს. „ინდიკო“.

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content