მარანში N5 ქუჩაზე ასფალტო-ბეტონის საფარის დაგება დასრულდა

აბაშის მუნიციპალიტეტის მარნის ადმინისტრაციულ ერთეულში, N5 ქუჩაზე 1 კმ-მდე გზაზე ასფალტო-ბეტონის საფარის მეორე ფენის დაგება დასრულდა.
ასფალტის პირველი ფენა დაგებულია სოფელ სუჯუნაში სანოდიო-სამატკაოს უბანში N11, N12 და N15 ქუჩებზე, სოფელ ეწერში N6 და N8 ქუჩებზე, აბაშაში, ცანავას ქუჩიდან იპოდრომის გავლით ცანავას ქუჩამდე.
პროექტის ფარგლებში გზასთან ერთად ეწყობა ხიდე-ბოგირები.
აღნიშნულ მონაკვეთებზე ასფალტირებული გზა არ არსებობდა და საგზაო ინფრასტრუქტურა ავარიული იყო.
გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდება და ასფალტის საფარი დაიგება სოფელ ძვ. აბაშაში N1 ქუჩაზე და სოფელ ზანათში სოფელ ძიგურამდე.
აბაშის მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე 15 კმ-დე ახალი გზა იგება.
საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content