ტრენინგი გენდერულ საკითხებზე.

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, აბაშის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებთან გაიმართა ერთდღიანი ტრენინგი თემაზე – „მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოები- ფუნქციები, როლი, საქმიანობა“.
➡️ ტრენინგი ჩატარდა პროექტ „აზროვნების ფესტივალები თბილისსა და ზუგდიდში“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ესტონეთის ცენტრი საერთაშორისო განვითარებისთვის მიერ (ESTDEV) და ხორციელდება MTU MONDO-სთან ერთად.
➡️ ტრენინგს საერთაშორისო სამართალის ტრენერი – რუსუდან პაჭკორია უძღვებოდა.
➡️ მონაწილეებმა იმსჯელეს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის პრევენციისა და რეაგირების მექანიზმებზე და გენდერული თანასწორობის საბჭოების საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებზე, ასევე განიხილეს გენდერული თანასწორობის საბჭოების საქმიანობა და გენდერული ბიუჯეტირების საკითხები.

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content