აბაშის სასკოლო იუმორისტული ფესტივალი გაიმართება

24 ივნისს, 16:00 საათზე, კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართება აბაშის სასკოლო იუმორისტული ფესტივალი – „ქართული ლიგა“.
ფესტივალში მონაწილეობს სხვადასხვა სკოლის 10 გუნდი.
ფესტივალის წამყვანი იქნება იუმორისტი, ჯიმი აბესაძე.
გუნდებს შეაფასებს ჟიური, რომლის შემადგენლობაში აბაშის მუნიციპალიტეტის მერთან, გიგა გაბელაიასთან ერთად იქნებიან „ქართული ლიგის“ წარმომადგენლები და ტელესახეები: გიორგი გაბუნია, ზვიად ბლიაძე, ნიკოლოზ მახვილაძე (ასტამა), ნოე ჟორჟოლიანი და სხვები.
გუნდებს სასცენარო-სარეჟისორო მომსახურებას უწევს ,,ქართული ლიგის“ რედაქტორი, გივი მელაშვილი და ასისტენტები, „ქართული ლიგის“ აბაშის გუნდი „სულგუგუნის“ წევრები: გიორგი ხინტკირია და ლუკა გაბელაია.
ერთად დავუჭიროთ მხარი გუნდებს!

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content