აბაშის მუნიციპალიტეტი ახალ ინიციატივას – სახელწოდებით ,,მოდით ვიმოძრაოთ” (Let’s Move) შეუერთდა

დღეს, აბაშის მუნიციპალიტეტი საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისა და სასკოლო სპორტის საერთაშორისო ფედერაციის ახალ ინიციატივას – სახელწოდებით ,,მოდით ვიმოძრაოთ” (Let’s Move) შეუერთდა.
ამ დღესთან დაკავშირებით, საჯარო სკოლების მოსწავლეთა მონაწილეობით სხვადასხვა სპორტული აქტივობა გაიმართა: სეფიეთის ადმინისტრაციულ ერთეულში ოლიმპიური გარბენი, ხოლო ქალაქის ტერიტორიაზე ველომარათონი მოეწყო, ასევე ქალაქის ტერიტორიაზე გაიმართა შეჯიბრება ძიუდოში, პირველი მაისის ადმინისტრაციულ ერთეულში კი ბალახის ჰოკეიში.
სპორტულ აქტივობებში მონაწილეები სპეციალური, ოლიმპიური ემბლემიანი სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ.
სპორტის ოლიმპიური დღე მერიის განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურისა და ა(ა)იპ „სპორტის განვითარების ცენტრის“ ორგანიზებით გაიმართა.
Let’s Move” – ს მიზანი საერთაშორისო ოლიმპიურ დღესთან დაკავშირებით მოსწავლეების წახალისება და სპორტულ აქტივობებში ჩართვა გახლდათ.
ტრადიციულად, 23 ივნისს მთელი მსოფლიო აღნიშნავს „ოლიმპიური დღეს”, რომელიც საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის დაფუძნების თარიღს (23 ივნისი, 1894) უკავშირდება.

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content