აბაშაში ავარიული სახლების ნაცვლად ახალი სახლების მშენებლობა მიმდინარეობს

აბაშის მუნიციპალიტეტში 2023 წლის 11-14 იანვარს ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებული, ავარიული და საცხოვრებლად გამოუსადეგარი 4 სახლის ნაცვლად, ახალი, თანამედროვე საცხოვრებელი სახლების მშენებლობა მიმდინარეობს.
სახლების მშენებლობების მიმდინარეობას აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, გიგა გაბელაია მოადგილესთან გიგა ჯვარელიასთან და ინფრასტრუქტურის და ურბანული განვითარების სამსახურის უფროსთან, იასონ კიზირიასთან ერთად გაეცნო.
აკაკის ქუჩაზე შენდება ვარია სიმონიას, კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩაზე გია გაბელაიას, სამიქაოს ადმინისტრაციულ ერთეულში ანა იმედაშვილის, ნორიოს ადმინისტრაციულ ერთეულში- გვანცა ქებურიას საცხოვრებელი სახლები.
სამუშაოები საქართველოს მთავრობის განკარგულებით, სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების მიზნით გამოყოფილი თანხით ფინანსდება.

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content