ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო.
ძვირფასო აბიტურიენტებო, დღეს თქვენს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანი მომენტი დაიწყო, წარმატებებს გისურვებთ
ცოდნისა და მომავლისკენ მიმავალ გზაზე.
დარწმუნებული ვარ ჩვეული წარმატება გექნებათ, მიღებულ ცოდნას და გამოცდილებას, ნიჭსა და უნარებს გამოიყენებთ მშობლიური მუნიციპალიტეტისა და ქვეყნის კეთილდღეობისათვის, საქართველოს ეყოლება კიდევ უფრო წარმატებული თაობა, ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებთ საზოგადოებაში.
თითოეული თქვენგანის წარმატება ჩვენი ქვეყნის განვითარების, გაძლიერების საფუძველია.
კიდევ ერთხელ გისურვებთ წარმატებებს ცხოვრების ამ ახალ გზაზე!
გიგა გაბელაია,
აბაშის მუნიციპალიტეტის მერი

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content