საკრებულოს N9 სხდომა.

4 აგვისტოს აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი N9 სხდომა გაიმართა.
სხდომას უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი გელა ხოშტარია.
საკრებულოს წევრებმა განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები:
1. აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 4 აგვისტოს მორიგი N9 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ.
მომხსენებელი გელა ხოშტარია-აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი.
2. აბაშის მუნიციპალიტეტის მერისთვის ხელშეკრულების დადებაზე, რომლის ღირებულება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახდელების 5%-ს აღემატება, თანხმობის მიცემის შესახებ.
მომხსენებელი თეიმურაზ ნოდია-აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის საფინასო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი.
3. აბაშის მუნიციპალიტეტის სამიქაოსა და სუჯუნის ადმინისტრაციულ ერთეულებში სახელწოდების არმქონე ობიექტების (ქუჩა, შესახვევი, ჩიხი) არაბული ციფრებით სახელდების შესახებ.
მომხსენებელი გია მიგინეიშვილი-აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აგრარულ და მიწის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე.
4. აბაშის მუნიციპალიტეტის 2023 წლის მეორე კვარტლის ბიუჯეტის შესრულების შესახებ.
მომხსენებელი თეიმურაზ ნოდია-აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის საფინასო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი.

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content