7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, 3 აგვისტოს, ონის მუნიციპალიტეტში, კურორტ შოვში მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.
გლოვის დღესთან დაკავშირებით აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის შენობასთან სახელმწიფო დროშა დაეშვა.
აბაშის მუნიციპალიტეტის მერია მწუხარებას გამოთქვამს შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო, ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს, მათ ახლობლებს.
ამასთან, სახელმწიფო დროშები დაეშვება 8 აგვისტოს 00:00 საათიდან 9 აგვისტოს 00:00 საათამდე საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციის მიზნით რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოში განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების ნიშნად.

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content