ბიუროს N20 სხდომა.

17აგვისტოს აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი ბიუროს N20 სხდომა გაიმართა.
სხდომას უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი გელა ხოშტარია.
ბიუროს წევრებმა განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები:
1. ,,აბაშის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 27 დეკემბრის N10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
მომხსენებელი დავით ცანავა-აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე.
2. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, ძეგლთა დაცვისა და ტურიზმის განვითარების სამსახურის ანგარიში 2023 წლის 6 თვეში გაწეული მუშაობის შესახებ.
3. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვის ,გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის ანგარიში 2023 წლის 6 თვეში გაწეული მუშაობის შესახებ.
მომხსენებელი კონსტანტინე კუჭუხიძე-აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ ,განათლების და კულტურის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე.
4. აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომის მოწვევის შესახებ.
მომხსენებელი გელა ხოშტარია-აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი.

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content