საკრებულოს N10 სხდომა.

18 აგვისტოს აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი N10 სხდომა გაიმართა.
სხდომას უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი გელა ხოშტარია.
საკრებულოს წევრებმა განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები:
1. აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 18 აგვისტოს მორიგი N10 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ.
მომხსენებელი გელა ხოშტარია-აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი.
2. ,,აბაშის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 27 დეკემბრის N10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
მომხსენებელი თეიმურაზ ნოდია-აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი.
3. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, ძეგლთა დაცვისა და ტურიზმის განვითარების სამსახურის ანგარიში 2023 წლის 6 თვეში გაწეული მუშაობის შესახებ.
მომხსენებელი დინარა გვაზავა-აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, ძეგლთა დაცვისა და ტურიზმის განვითარების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი.
4. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვის ,გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის ანგარიში 2023 წლის 6 თვეში გაწეული მუშაობის შესახებ.
მომხსენებელი აპოლონ ლაბარტყავა-აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვის გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის წვევანდელთა აღრიცხვისა და გაწვევის განყოფილების უფროსი სპეციალისტი.

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content