„ახალგაზრდული დღეები-აბაშა 2023“-ის ფარგლებში მუნიციპალური ჩემპიონატი მინი ფეხბურთში გაიმართა

აბაშის ცენტრალურ სტადიონზე „ახალგაზრდული დღეები-აბაშა 2023“-ის ფარგლებში გაიმართა მუნიციპალური ჩემპიონატი მინი ფეხბურთში.
ჩემპიონატში 12 გუნდი მონაწილეობდა, ფინალში ერთმანეთს ზანათისა და ტყვირის ადმინისტრაციული ერთეულის გუნდები შეხვდნენ.
საინტერესო თამაშის შემდეგ, პენალტების სერიაში გაიმარჯვა ზანათის გუნდმა. ასევე, გამოვლინდა ტურნირის საუკეთესო მოთამაშე ზანათიდან, ილია ჭაავა.
გამარჯვებულებს თასები და მედლები გადაეცათ.
მუნიციპალური ჩემპიონატი მინი ფეხბურთში აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით და საფეხბურთო კლუბ „ზანას“ მხარდაჭერით ჩატარდა.
ახალგაზრდული დღეების ფარგლებში ღონისძიებები დღეს ,,ქართული ლიგის“ სასკოლო იუმორისტული ფესტივალის ფინალით დაიხურება.

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content