მწერლისა და საზოგადო მოღვაწის სიმონ ჩიქოვანის სახლ-მუზეუმი

საკონტაქტო პირი: ელეონორა ჩიქოვანი
მისამართი: აბაშის მუნიციპალიტეტი, სოფელი ნაესაკოვო
ტელეფონი: 599 00 27 30
ელ.ფოსტა: kultura.xelovneba2018@gmail.com
სახლ-მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 2013 წელი
იურიდიული სტატუსი: სახლ- მუზეუმი ა(ა)იპ-აბაშის მუნიციპალიტეტის კულტურის
ცენტრის დაქვემდებარებაშია.

2013 წლის 1 მარტს აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაესაკოვოში გამოჩენილი ქართველი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის – სიმონ ჩიქოვანის სახლ-მუზეუმი გაიხსნა. აღიარება პოეტს ქართველი ერისგან არასოდეს დაჰკლებია, თუმცა მშობლიურ სოფელში საკუთარი სახლ-მუზეუმის გახსნა მისი სახელის კიდევ ერთხელ უკვდავყოფაა.
სოფელ ნაესაკოვოს ცენტრში კოპწია ოდა მუდამ შეახსენებს მომავალ თაობას, რომ ამ სოფელში ქართველი ერის საამაყო შვილი და შესანიშნავი მგოსანი სიმონ ჩიქოვანი დაბადებულა.
სახლ-მუზეუმი არის შემოქმედებითი სახლი, პოეზიის სახლი, ლამაზი, ჩუქურთმებით დამშვენებული ხის ,,დიდი სახლი“, სადაც ხშირად იკრიბებიან პოეტები, სიმონის ნიჭის თაყვანისმცემლები და დამფასებლები.
სახლ-მუზეუმში დაცულია პოეტისა და საზოგადო მოღვაწისეული ავეჯის ნაწილი, პირადი ნივთები, ხელნაწერის ასლები, პორტრეტები-ფერწერული ტილოები, სკულპტურა, ცხოვრებისა და შემოქმედების, მისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ამსახველი ფოტოსურათები, ბეჭდური გამოცემები, მათ შორის ძველი წიგნები, წინაპართა სურათები, პოეტის დის ხელნაწერი.
მუზეუმის შესასვლელი ბილეთების ფასი: უფასო
მუზეუმის მუშაობის განრიგი: სამშაბათიდან  პარასკევის ჩათვლით –11 სთ-დან 18 სთ–მდე; შაბათი–კვირა – 10 სთ–დან 16 სთ–მდე; დასვენების დღე-ორშაბათი.

 

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content