მწერალ-აკადემიკოს კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმი

საკონტაქტო პირი: სპირიდონ პერტენავა (მუზეუმის ხელძღვანელი)
მისამართი: აბაშის მუნიციპალიტეტი, სოფელი ძველი  აბაშა
ტელეფონი: 577 03 51 85
ელ.ფოსტა:kultura.xelovneba2018@gmail.com
სახლ-მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 1983 წელი.
იურიდიული სტატუსი: სახლ- მუზეუმი ა(ა)იპ-აბაშის მუნიციპალიტეტის კულტურის
ცენტრის დაქვემდებარებაშია.

ფონდი „ქართუს“ მხარდაჭერით მიმდინარეობს კლასიკოსი მწერლის კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმის კომპლექსის მშენებლობა-რეაბილიტაცია. პროექტი ითვალისწინებს ახალი, თანამედროვე და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სამუზეუმო კომპლექსის შექმნას.
გათვალისწინებულია კონსტანტინე გამსახურდიას ოჯახის მემორიალური გარემოს რეკონსტრუქცია. XIX საუკუნის ეთნოგრაფიული გარემოს აღდგენა (შესაბამისი ინტერიერის მეგრული კარ-მიდამო) და მწერლის ცხოვრებისა და შემოქმედების წარმოჩენა ლიტერატურის, ხელოვნებისა და ქვეყნის ისტორიაში მისი წვლილის ჩვენებით. სამუზეუმო კომპლექსი რამდენიმე ზონის მოწყობას ითვალისწინებს. მათგან პირველი ვიზიტორთა მიღების, საინფორმაციო, სამუზეუმო-საექსპოზიციო ზონა იქნება, სადაც ვიზიტორთა მიღების არეალები განთავსდება. კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმს მინიჭებული აქვს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.

 

 

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
RSS
Skip to content