აკაკი ხოშტარიას სასახლე ( XX ს.-1915 წ.)

სასახლე სუჯუნაში ცნობილმა ქართველმა ფინანსისტმა, საზოგადო მოღვაწემ და ქველმოქმედმა აკაკი ხოშტარიამ სოფელ სუჯუნაში დედის სახელზე, ევროპელი არქიტექტორების დახმარებით ააშენა. როგორც ჩვენთვის ცნობილია, ორიგინალური და დახვეწილი არქიტექტურით გამორჩეული სახლის მშენებლობა იმ პერიოდს ემთხვევა, როდესაც მან აუქციონზე ცნობილი ქართველი მრეწველის დავით სარაჯიშვილის სახლი შეიძინა და მისი რეკონსტრუქციისთვის იტალიელი არქიტექტორები მოიწვია.
ამჟამად სასახლე არის საქართველოს საპატრიარქოს საკუთრებაში, მის მოვლა-პატრონობას ახორციელებს სუჯუნის დედათა მონასტრის კრებული.

 

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content