იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენლები საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ

აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, გიგა გაბელაია, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი დავით სიმონია და სამსახურის სხვა წარმომადგენლები აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი მაისის, ტყვირის, ქოლობნის და მარნის საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ.
დავით სიმონიამ, აბაშის მუნიციპალიტეტის მერთან, გიგა გაბელაიასთან ერთად სკოლის მოსწავლეებს წარუდგინა ინტელექტუალური სამაგიდო თამაში “ქართველი ქალები“. აღნიშნული თამაში შედგენილი და ორგანიზებულია ინფორმაციული დეველოპერული ჰაბის და იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატების ერთობლივი ჩართულობით.
სამსახურის დირექტორმა შეხვედრის ბოლოს ინფორმაციული დეველოპერული ჰაბის ხელმძღვანელთან, ჭაბუკი ჭეიშვილთან ერთად ინტელექტუალურ თამაშში მონაწილეობისათვის სკოლებსა და გამარჯვებულ მოსწავლეებს სერთიფიკატები და საჩუქრები გადასცეს.

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content