ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება

აბაშის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება.
მიმდინარე სამუშაოები აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა, გიგა გაბელაიამ, მერიის ინფრასტრუქტურისა და ურბანული განვითარების სამსახურის უფროსთან, ირაკლი კიზირიასთან და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
თავისუფლების ქუჩაზე, N102 მრავალსართულიან საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ პირველად, რკინა-ბეტონის არხის მოწყობა მიმდინარეობს.
ასევე, N102 მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლთან ეწყობა სარეკრეაციო დასასვენებელი სივრცე.
მიმდინარეობს ჯორჯიკიას ქუჩისა და პატარა ბაზრის მიმდებარე ტერიტორიის ასფალტო-ბეტონის საფარით მოწყობა.
სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსებით ხორციელდება.

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content