აბაშის საცხენოსნო იპოდრომზე შეჯიბრება ცხენბურთში, ისინდსა და დოღში გაიმართა

აბაშის საცხენოსნო იპოდრომზე საცხენოსნო ხალხური თამაშობების ფესტივალი გაიმართა.
ფესტივალის ფარგლებში ჩატარდა შეჯიბრება ცხენბურთში, ისინდსა და დოღში. შეჯიბრებაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული მხედრები მონაწილეობდნენ.
ფესტივალს აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, გიგა გაბელაია, მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები ესწრებოდნენ.
საცხენოსნო თამაშობებში გამოვლინდნენ გამარჯვებულები, რომლებსაც თასები, მედლები და ფულადი პრიზები გადაეცათ.
ღონისძიება საქართველოს საცხენოსნო ხალხური თამაშობების განვითარების ეროვნული ფედერაციისა და აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიმართა.

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content