აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, გიგა გაბელაია ააიპ „სპორტის განვითარების ცენტრის“ მინდვრის ჰოკეის გოგონათა (მწვრთნელები: კონსტანტინე კუჭუხიძე, სოფიო ქორჩილავა) და ვაჟთა გუნდის (მწვრთნელები: მურთაზ მიქანაძე, ზაალ გოგიშვილი) ჯგუფის წევრებსა და მწვრთნელებს შეხვდა.
მერმა სპორტსმენებს მიღწეული წარმატებები მიულოცა და სამომავლო გეგმები მოისმინა.
„ძალიან მნიშვნელოვანია ის წარმატებები, რომელიც თქვენ სპორტულ სარბიელზე მიაღწიეთ. სასიხარულოა, რომ ჩვენი მუნიციპალიტეტის სახელით არაერთ დიდ ჩემპიონატებსა და ტურნირებზე მოასპარეზე აბაშელი ჰოკეისტები ასეთი შედეგებით ბრუნდებიან. ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ სპორტული მიმართულება და შესაბამისი ინფრასტრუქტურა კიდევ უფრო განვითარდეს. ჩვენ მზად ვართ მეტი მოტივაციისა და წარმატებისთვის მაქსიმალური მხარდაჭერა გაგიწიოთ, წვრთნისა და ვარჯიშისთვის კარგი პირობები შეგიქმნათ, რათა საკუთარი ნიჭის და შესაძლებლობების მაქსიმალურად განვითარება შეძლოთ.
მომავალ ასპარეზობებში წარმატებებს გისურვებთ! მჯერა, რომ აბაშას კიდევ ბევრჯერ ასახელებთ!“-განაცხადა შეხვედრაზე გიგა გაბელაიამ.
კიდევ ერთ დიდ წარმატებას ელოდებიან გულშემატკივრები აბაშელი ჰოკეისტებისგან, გოგონათა გუნდი 3-6 ივლისს ხორვატიაში ევროპის ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას, ვაჟები კი ქუთაისში გამართულ ევროპის ჩემპიონატში.
ააიპ „სპორტის განვითარების ცენტრის“ მინდვრის ჰოკეისტთა გოგონათა გუნდი ოთხგზის საქართველოს ჩემპიონია, ვაჟთა გუნდი კი ორგზის საქართველოს ჩემპიონი. ორივე გუნდი საქართველოს ორგზის თასის მფლობელია, 2012 წლიდან მონაწილეობენ ევროპის ჩემპიონატებში. აბაშელი მინდვრის ჰოკეის გოგონათა და ვაჟთა გუნდები სხვადასხვა მნიშვნელოვანი ტურნირების გამარჯვებულები არიან.
აბაშელი ჰოკეისტები საქართველოს ნაკრების ძირითად ბირთვს შეადგენენ.