ეროვნული გამოცდები დაიწყო

ძვირფასო აბიტურიენტებო,
წარმატებებს გისურვებთ თითოეულ თქვენგანს ეროვნულ გამოცდებზე. დღეს სწორედ თქვენნაირი შრომისმოყვარე, პროგრესული ახალგაზრდობა სჭირდება ჩვენს ქვეყანას. წინ არაერთი შესაძლებლობა, ურთიერთობები და განათლებით მიღწეული გამარჯვება გელოდებათ.
დარწმუნებული ვარ აბაშელ ახალგაზრდებს ჩვეული წარმატება ექნებათ, მიღებულ ცოდნას და გამოცდილებას, ნიჭსა და უნარებს გამოიყენებენ ქვეყნის კეთილდღეობისათვის, საქართველოს ეყოლება კიდევ უფრო წარმატებული თაობა.
კიდევ ერთხელ გისურვებთ წარმატებებს ცხოვრების ამ მნიშვნელოვან ეტაპზე!
გიგა გაბელაია,
აბაშის მუნიციპალიტეტის მერი

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content