დღეს, ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას სახელობის პარკში, „ახალგაზრდული დღეები-2024“, ჯგუფი „REGGAEON“-ის კონცერტით და გრანდიოზული ფეიერვერკით დასრულდა.
” ახალგაზრდა თაობა არის ჩვენი მომავალი და ის ძალა, რომელზეც დგას ქვეყნის განვითარება, ახალგაზრდების მხარდაჭერა, მათი ჩართულობა მუნიციპალიტეტის ყოველდღიურ ცხოვრებაში აუცილებელია, რადგან ახალგაზრდებმა უკეთესი მომავლის შექმნას უნდა შეუწყონ ხელი. ძალიან დიდ პოტენციალს ვხედავთ მათში, დიდ რესურსს, ვაფასებთ მათ ენერგიას, ნიჭს, შემართებას. ჩვენს ქვეყანას ჰყავს მართლაც გამორჩეული და პროგრესული ახალგაზრდობა, რომელიც უდიდეს წვლილს შეიტანს საქართველოს წინსვლისა და განვითარების საქმეში! “-აღნიშნა თავის გამოსვლაში აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა, გიგა გაბელაიამ.
ღონისძიება აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით გაიმართა.