აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა, გიგა გაბელაიამ, საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლებთან, მოქალაქეებთან ერთად 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი ყვავილებით შეამკო.
9 აპრილს დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა დეკანოზმა კონსტანტინე კაჭარავამ.
მემორიალთან გაიმართა დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ლიტერატურული კომპოზიცია, გაიხსენეს ფაქტები საქართველოს უახლესი ისტორიიდან.
„9 აპრილი ჩვენს მეხსიერებაში დიდი ტკივილის გარდა, სიამაყესთან ასოცირდება, სიმბოლოა გამარჯვებისა და ძლიერების, ქართველები თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ოდითგან იბრძოდნენ და ეს ბრძოლა არასოდეს შეჩერებულა. დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ 9 აპრილს შეწირულთა ხსოვნას, ქედს ვიხრით მათი სულების წინაშე, მადლობა თავისუფლებისთვის“, – განაცხადა გიგა გაბელაიამ.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის მოსწავლეები, კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრთან არსებული ანსამბლ ,,ჰარირას“ მომღერალთა გუნდი.
საქართველოს ისტორიაში 9 აპრილი ორ მნიშვნელოვან თარიღს უკავშირდება_1989 წლის ტრაგედიასა და 1991 წელს დამოუკიდებლობის აღდგენას.
#მადლობათავისუფლებისთვის
#ჩვენგვახსოვს
მსგავსი ინფორმაცია:

ბიუროს N34 სხდომა

საკრებულოს N2 სხდომა

სოციალური განათლების და კულტურის საკითხთა კომისიის სხდომა

საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა.

საკრებულოს სხდომა.

ინფრასტრუქტურის ეკონომიკური და ქონების მართვის კომისიის სხდომა.

საკრებულოს N4 სხდომა

საკრებულოს N11 სხდომა

ინფრასტრუქტურის ეკონომიკური და ქონების მართვის კომისიის სხდომა.

იურიდიულ,სამანდატო,საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის სხდომა

საკრებულოს N2 სხდომა
ინფრასტრუქტურის,ეკონომიკური და ქონების მართვის კომისიის სხდომა.

ბიუროს N22 სხდომა








