1989 წლის 9 აპრილს თბილისში დატრიალებული ტრაგედიიდან 36 წელი გავიდა.
აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა, გიგა გაბელაიამ, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან, მოქალაქეებთან ერთად 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი ყვავილებით შეამკო.
9 აპრილს დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა დეკანოზმა კონსტანტინე კაჭარავამ.
მემორიალთან გაიმართა დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ლიტერატურული კომპოზიცია, გაიხსენეს ფაქტები საქართველოს უახლესი ისტორიიდან.
„9 აპრილი ჩვენს მეხსიერებაში დიდი ტკივილის გარდა, სიამაყესთან ასოცირდება, სიმბოლოა გამარჯვებისა და ძლიერების, ქართველები თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ოდითგან იბრძოდნენ და ეს ბრძოლა არასოდეს შეჩერებულა. დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ 9 აპრილს შეწირულთა ხსოვნას, ქედს ვიხრით მათი სულების წინაშე, მადლობა თავისუფლებისთვის“, – განაცხადა გიგა გაბელაიამ.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის მოსწავლეები, კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრთან არსებული ანსამბლ ,,ჰარირას“ მომღერალთა გუნდი.
საქართველოს ისტორიაში 9 აპრილი ორ მნიშვნელოვან თარიღს უკავშირდება_1989 წლის ტრაგედიასა და 1991 წელს დამოუკიდებლობის აღდგენას.
1989 წლის 9 აპრილს, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო სამხედრო ნაწილებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რის შედეგადაც 21 უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა.
9 აპრილიდან ზუსტად ორი წლისთავზე, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ, ზვიად გამსახურდიას მეთაურობით საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი მიიღო.
მსგავსი ინფორმაცია:

ჩვენ ვირჩევთ თანაბარ შესაძლებლობებს

სოფელ საგვაზაოში სკოლის მოსწავლეებთან და პედაგოგებთან შეხვედრა გაიმართა

საპროექტო წინადადებების ფორმა

შეხვედრები გაიმართა სუჯუნის, ზანათისა და წყემის ადმინისტრაციულ ერთეულებში.

აბაშის მუნიციპალიტეტი ახალ ინიციატივას - სახელწოდებით ,,მოდით ვიმოძრაოთ" (Let’s Move) შეუერთდა

ქართული ენის დაცვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება

ანსამბლ „ჰარირას“ ფოლკლორის საღამო აბაშაში

აბაშის მუნიციპალიტეტის მერი კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზით აიცრა

საქართველოს მიენიჭა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი

ახალი წლის დღეები აბაშაში

ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

შეხვედრა სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებთან დაკავშირებით

ბრძანება პროექტების შერჩევის პროცედურების სამუშაო ჯგუფის შესახებ 2024 წელი




















