სხდომას უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ზეზვა მაკალათია.
ბიუროს სხდომაზე განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები:
1. აბაშის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით სასყიდლიანი სარგებლობის უფლებით, იჯარის ფორმით, შ.პ.ს. ,,ვი-ჯი-ეს ნეთვორქი“-ზე გადაცემის თაობაზე აბაშის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ.
2. აბაშის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით სასყიდლიანი სარგებლობის უფლებით, იჯარის ფორმით, ს.ს ,,სილქნეტზე“ გადაცემის თაობაზე აბაშის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ.
3. აბაშის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით სასყიდლიანი სარგებლობის უფლებით, იჯარის ფორმით, შ.პ.ს. ,,სქაიტელი-ზე“ გადაცემის თაობაზე აბაშის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ.
მომხსენებელი გია კუცია-აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფრასტრუქტურის ეკონომიკური და ქონების მართვის კომისიის თავმჯდომარე.
4. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ანგარიში 2025 წლის პირველ კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ .
5. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი სოციალური დახმარების გაცემის კომისიის ანგარიში 2025 წლის I კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.
მომხსენებელი კონსტანტინე კუჭუხიძე – აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალური განათლების და კულტურის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე.
6. აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომის მოწვევის შესახებ.
მომხსენებელი ზეზვა მაკალათია-აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე.