ბიუროს N31 სხდომა

29 ოქტომბერს აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს N31 სხდომა გამართა.
სხდომას უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა კვიტაშვილი.
საკრებულოს წევრებმა განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები:

1. აბაშის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურისათვის, პირდაპირი განკარგვის წესით, სარგებლობის უფლებით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, გადაცემასთან დაკავშირებით, აბაშის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ.
2. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, კეთილმოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის ანგარიში 2021წლის 6 თვეში გაწეული მუშაობის შესახებ.
მომხსენებელი გია კუცია-აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფრასტრუქტურის, ეკონომიკური და ქონების მართვის კომისიის თავმჯდომარე.
3. აბაშის მუნიციპალიტეტის 2021 წლის მესამე კვარტლის ბიუჯეტის შესრულების შესახებ.
მომხსენებელი გოდერძი კუპრავა-აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე.

4. აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის IV კვარტლის სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ.
მომხსენებელი ტატიანა ხოშტარია-აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ,სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე.

5. აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომის მოწვევის შესახებ.
მომხსენებელი მამუკა კვიტაშვილი-აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე.

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content