26 მაისს საზეიმო ღონისძიება გაიმართება

26 მაისს, აბაშაში ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას სახელობის პარკში საზეიმო ღონისძიება გაიმართება.
აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით საზეიმოდ აღინიშნება საქართველოს დამოუკიდებლობის დღე.
პროგრამა:
10:00 – 16:00 სამხედრო ტექნიკის გამოფენა
12:00 – საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა სულის მოსახსენიებელი პარაკლისი, აბაშის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში.
14:00 – საქართველოს ერთიანობისა და თავისუფლებისათვის დაღუპულთა ხსოვნის მემორიალის ყვავილებით შემკობა (თავისუფლების ქუჩა, რკინიგზის მიმდებარე ტერიტორია).
15:30 – ,,ქართული მუსიკის კონცერტი“
ხელოვნების სკოლის საფორტეპიანო განყოფილებისა და სიმღერის სპეციალობის მოსწავლეები შეასრულებენ ქართველი კომპოზიტორების საფორტეპიანო ნაწარმოებებს და საესტრადო სიმღერებს (ხელოვნების სკოლის დარბაზი).
17:00 -18:00 – საზეიმო კონცერტი ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას სახელობის პარკში.
17:10 – ერთად ვუმღეროთ ჰიმნი თავისუფლებას!
საზეიმო კონცერტში მონაწილეობენ:აბაშის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრის შემოქმედებითი კოლექტივები, ინდივიდუალური შემსრულებლები, საჯარო სკოლების მოსწავლეები.

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
RSS
Skip to content