25 მაისს, 15:00 საათზე, მარნის კულტურის სახლის დარბაზში გაიმართება აბაშის სასკოლო იუმორისტული ფესტივალი – „ქართული ლიგა“.
ფესტივალში მონაწილეობს სხვადასხვა სკოლის 8 გუნდი.
გუნდებს შეაფასებს ჟიური, რომლის შემადგენლობაში აბაშის მუნიციპალიტეტის მერთან, გიგა გაბელაიასთან ერთად იქნებიან „ქართული ლიგის“ წარმომადგენლები და ტელესახეები: გიორგი გაბუნია, ზვიად ბლიაძე, ნიკოლოზ მახვილაძე, სანდრო ესაკია. ფესტივალის წამყვანია იუმორისტი, ჯიმი აბესაძე.
ერთად დავუჭიროთ მხარი გუნდებს!
