აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებითა და ჭყონდიდელი მიტროპოლიტის მეუფე სტეფანეს ლოცვა-კურთხევით, აბაშის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ეკლესიაში, აბაშის საპატიო მოქალაქის, მხატვართა კავშირის წევრის, ცნობილი მხატვარ-მოქანდაკის და ჭედვის ოსტატის, ზენერ ჩაგანავას ნამუშევრების გამოფენა გაიმართა.
გამოფენის სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, შეხვედროდნენ ხელოვანს, დაეთვალიერებინათ მისი სკულპტურები, ჭედური ნამუშევრები, საეკლესიო ნივთები, ხატები და ფერწერული კომპოზიციები.
ღონისძიებაზე ტაძრის მოძღვარმა, დეკანოზმა კონსტანტინე კაჭარავამ ისაუბრა მხატვრის ღვაწლზე. საღამოზე სალოტბარო სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით შესრულდა საგალობლები.
გამოფენას ესწრებოდნენ ჭყონდიდელი მიტროპოლიტი სტეფანე ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები.
















